"12 პუნქტზეც ისაუბრა, არაფერი უთქვამს დეოლიგარქიზაციაზე..."- ზურაბიშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ღონისძიება "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოსულ უცხოელ დიპლომატებს გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, საუბრის მთავარი თემა უკრაინა და საქართველოს ევროატლანტიკური გზა იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმაც. იან კელის თქმით, ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ევროკომისიის 12 პუნქტზეც ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს დეოლიგარქიზაციაზე.

"პრეზიდენტის ჩვენთან საუბარი ძირითადად ფოკუსირებული იყო საქართველო-უკრაინის პარტნიორობაზე ევროკავშირში. მან 12 პუნქტის შესახებაც ისაუბრა, არაფერი უთქვამს დეოლიგარქიზაციის შესახებ. აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყენა, რაშიც ჩვენც ვეთანხმებით", - თქვა იან კელიმ.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გუშინ დაიწყო და მას ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. ღონისძიება დღესაც გაგრძელდება. სავარაუდოდ, მასში მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ისევ არ მიიღებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი