გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს, როგორც აგრესორს, არ გმობს | ბენ ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია განახლდა. დღეს კონფერენციის დასკვნითი სესიები გაიმართება და მთავარი საკითხი, რაზეც იმსჯელებენ საქართველოს უკავშირდება. 

კონფერენციის ფარგლებში საქართველოში იმყოფება ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი. მან თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებასაც ნიშნავს და საქართველოს მთავრობამ ეს უნდა გაიზროს. 

"მე ვფიქრობ, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკომისიის რეკომენდაციები. დიახ, მე ვთვლი, რომ ეს გამოწვევებით სავსე სტანდარტებია, მაგრამ ყველა მათგანი მიღწევადია, თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მათი შესრულება საჭიროა. 

მთავრობაში მყოფ ხალხს არ უნდა ეშინოდეს დებატების, პროტესტისა და ჟურნალისტების. პირიქით, მათ უნდა უნდოდეთ აქ მოსვლა, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემა და განმარეტება იმისა, თუ რას და რატომ აკეთებენ. 

აბსოლუტური ნონსენსია, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. ამიტომ, ის ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ ისმის, ნონსენსია. ჩვენ გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს არ გმობს, როგორც აგრესორს, რადგან საქართველოს მომავალი დაუყოვნებლივ უკეთესი ხდება, როგორც კი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ამიტომ ყველა ისტორიის სწორ მხარეს უნდა იდგეს"- ამბობს ჰოჯესი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ კონფერენციას მმართველი გუნდიდან მიწვეული არცერთი წევრი  არ დასწრებია, ხელისუფლებიდან ერთაადერთი წარმომადგენელი, ვინც უცხოელ პოლიტიკოსებს შეხვდა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი