ოკუპანტებმა კრივი-რიჰში ნავთობბაზა დაბომბეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში, ნავთობის საცავი იწვის - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. 

"ძლიერი ხანძარია ნავთობის საცავში. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - წერს რეზნიჩენკო.

მანამდე კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა სარაკეტო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ხალხს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი