სინგაპურის სასამართლოში დღეს ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება. ეს უკვე მეორე ქვეყანაა სადაც ის შვეიცარულ ბანკთან ურთიერთობას არკვევს.
პროცედურულად რა საკითხებს განიხილავენ და გაგრძელდება თუ არა ივანიშვილის გამოკითხვა დაუზუსტებელია. ოლიგარქის გარემოცვამ გადაწყვიტა, დეტალები გაასაიდუმლოოს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამჯერად კრედიტ სუისის სატრასტო დანაყოფს 1,27 მილიარდი დოლარის ზარალში ადანაშაულებს. თავის მხრივ, სატრასტო დანაყოფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი ზარალის ოდენობა გადაჭარბებულია და სასამართლოს სარჩელის უარყოფას სთხოვენ.
ამასთან ბიძინა ივანიშვილს გაცილებით სერიოზული პრობლემებიც აქვს. უკრაინის ხელისუფლება მისთვის და მისი უახლოესი გარემოცვისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესებას ითხოვს. სია დასავლელ პარტნიორებთან უკვე გადაგზავნილია, ახლა მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რა შეზღუდვა დაუწესდება ქართველ ოლიგარქს და მის გარემოცვას.
ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასა და სანქციებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა გენერალმა ბენ ჰოჯესმა და თქვა, რომ ქართველი ოლიგარქის გავლენები აშკარაა.
"სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის მისაღებია. მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება იმ პირობებში როდესაც საქართველოს 20%-ი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორ შეიძლება 100%-ით არ დადგეთ სრულად უკრაინის მხარეს. როგორც მოხდა, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს?
როგორც ჩანს, ივანიშვილის აქვს დიდი გავლენა აქ, მაგრამ ჩვენი დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა ყველგან. მათ შორის აშშ-ში. ჩვენ აშშ-იც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ჩვენი დემოკრატიის დასაცავად. ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ რაც მოხდება საქართველოში, უკრაინაში. გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, აშშ-ში მოითხოვს გამჭვირვალობას. თქვენი ჟურნალისტების საქმიანობა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი რომ არსებობს მნიშვნელოვანი ჟურნალისტები, როლებიც ახლა ციხეში არიან. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა გამჭვირვალობისთვის და ჩვენი ლიდერების ანგარიშვალდებულებისთვის",- ამბობს ჰოჯესი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებას ითხოვს. მიზეზი სწორედ ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულიო ომის მხარდაჭერაა. სიაში 12 ქართველის გვარია.
ბიძინა ივანიშვილთან ერთად, სიაშია მისი ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტატე მამაცაშვილი. სიაში ასევე არიან- ქეთევან ხარაიძე, ირაკლი რუხაძე, გიორგი კაპანაძე, ვანო ჩხარტიშვილ, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი.
ყველა მათგანს აერთიანებს რუს ოლიგარქ, ევტუშენკოვთან კავშირი.
გვარები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებ-გვერდზე განთავსდა.
ამავე თემაზე: