პირველი ხელისუფლება ვართ, ვის დროსაც რუსეთს საქართველოში ტერიტორიული პროგრესი არ ჰქონია - კობახიძე პუტინის ახალ ბრძანებაზე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე პუტინის მორიგ მუქარაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს და ამტკიცებს, რომ არანაირი უკონტროლო შემოდინება რუსეთიდან არ არის. მისივე თქმით, მისი ხელისუფლებაა პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც რუსეთთან ომი არ ჰქონია და "რუსეთს საქართველოში ტერიტორიული პროგრესი არ ჰქონია". საოკუპაციო ხაზების გადმოწევას, კი კობახიძე წინა ხელისუფლებისა და ჟურნალისტების მემკვიდრეობას უწოდებს.

კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ "ბევრად მეტი რუსი" იყო, თუმცა საფრთხე არ შექმნილა იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება "ყველაფერს აკონტროლებს და აანალიზებს" ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ მისი მთავრობა ყველა გამოცემულ დოკუმენტს ყურადღებით ეცნობა, თუმცა არ პასუხობს კონკრეტულ შეკითხვას, წაკითხულიო აქვს თუ არა კონცეფცია, რომელიც პუტინმა გუშინ გამოსცა:

"ზოგადად ჩვენ ძალიან რთულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და არსებობა, და არის უამრავი საფრთხე, უამრავი რისკი ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ თავიდან ბოლომდე ამით ვართ დაკავებული რომ მაქსიმალურად გავანეიტრალოთ ნებისმიერი საფრთხე. რა თქმა უნდა, ყველა პროცესს ვაკვირდებით ყურადღებით და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ რისკები არ შეეხოს ქვეყანას და ამ 1 წლის გამავლობაში წარმატებით მოვახერხეთ ამის უზრუნველყოფა, მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება ჩვენ ქვეყანაში. ეს გაგრძელდება, ნებისმიერი რისკი იქნება გაანალიზებული და გვექნება სათანადო პასუხი....თქვენ თემა მიგყავთ იქამდე, რომ საქართველოში მყოფი 40 ათასი ტურისტი არის კატასტროფა. არაფერი კავშირი არ აქვს ინიციატივას ამასთან...ძალიან ძალიან ირიბად გვეხება ესე საკითხი." ამბობს კობახიძე და ამტკიცებს, რომ "სახელმწიფოს უსაფრთხოება პრიორიტეტია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი