
გორის მერსა და სუს-ის რეგიონული ოფისის უფროსს შორის დაპირისპირება მოხდა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია “მოზაიკა” , მერიის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც კი გადაიზარდა. მიზეზი საკადრო პოლიტიკა გახდა.
“ლადოს თავისი კადრების დანიშვნა უნდა. ვხედავთ კიდეც, რომ ძირითადად თავის გარემოცვას ასაქმებს, სუს-ს კი თავად უნდა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა. ესაა კონფლიქტის მიზეზი, რომელიც როგორც ვიცი, ხინჩეგაშვილსა და ნონიკაშვილს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მივიდა”, - უთხრეს ‘მოზაიკას”.
წყაროს ცნობით, დაპირისპირების გამო, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ერთი თვის წინ მერის პოსტის დატოვებაც სურდა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ოთარ ნონიკაშვილის დაპირისპირებას ადასტურებს ოპოზიციაც. ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ სწორედ ამ დაპირისპირების შემდეგ გადაწყვიტა, გორის მერმა აშშ-ში წასვლა.