საბერძნეთში ქართველი ქალი, რომელიც დიასახლისად მუშაობდა, ოჯახებს ძარცვავდა | პოლიცია "კანონიერ ქურდებთან" კავშირს იძიებს

გამოქვეყნდა:

საბერძნეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია 40 წლის ქართველი ქალის, ლია კაკუნაშვილის დაკავების შესახებ, რომელიც ატიკაში ბერძნულ ოჯახებში დიასახლისად მუშაობა და რეალურად სახლებს ძარცვავდა.

პოლიციის ცნობით, ნაპოვნია ძვირფასი ნივთები და ძვირფასეულობა. არსებული ინფორმაციით, ქალს 43 ბინის გასაღები ჰქონდა. ამასთან აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ძვირფასი ქვების დეტექტორიც, ძვირფასი ნივთებისა და სამკაულების შესამოწმებლად, რომელსაც შემდგომში იპარავდა. 

"პოლიცია ეძებს 43 გასაღების მფლობელს, რომელიც მას ხელთ ჰქონდა,"- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ  ჯერ მხოლოდ 4 ბინის ქურდობაა გამოვლენილი.  

დაკავებული ქართველის ფოტოები და პირადი ინფორმაცია გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის პროკურატურის შესაბამისი ბრძანების შემდეგ, რადგან ხელისუფლება ეძებს დაზარალებულებს.

​40 წლის ქალის სახლში აღმოჩენილი ნივთების ჩამონათვალი ვრცელია. ამასთან, ხელისუფლება ვერ ასახელებს ნაქურდალის ზუსტ რაოდენობას, რადგან მათი ინფორმაციით, ქალმა მათი დიდი ნაწილი უკვე გაყიდა.

ქალი 16 აგვისტოს დააკავეს.

​მოპარული ნივთების ჩამონათვალს "ბერძნული მედია" ასაჯაროებს:

  • ორმოცდაათი საათი
  • ოქროს სანთებელა
  • ორი მოოქროვილი ჯაჭვი
  • 22 წყვილი მანჟეტი
  • 6 სამაჯური
  • 10 საკოლექციო კალამი
  • 1 წყვილი საყურე
  • მართლმადიდებლური ეკლესიის 7 მოოქროვილი ხატი
  • 1 წმინდა სახარება ვერცხლის ყუთში
  • 7 საფულე
  • 1 ლეპტოპი 
  • 15 ვიდეოკამერა
  • 7 საკოლექციო ხმალი

პარალელურად, პოლიცია ქალის თანამზრახველებსაც ეძებს, რადგან ჩხრეკისას, ძვირფასი ნივთების გარდა, იარაღის არსენალიც აღმოჩნდა.

კერძოდ:

  • 3 დასაკეცი დანა
  • ნაჯახი
  • 2 ცეცხლსასროლი იარაღი 
  • 2 რევოლვერი
  • სხვადასხვა კალიბრის 173 ვაზნა
  • 2 ყუთი საჰაერო ტყვიამფრქვევის გრანულები.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ დიდი რაოდენობით იარაღის აღმოჩენა იწვევს ხელისუფლების შეშფოთებას, რომლებიც იკვლევენ სახლის დამხმარის ნებისმიერ შესაძლო კავშირს ქართული მაფიის VOR V ZAKONE-ის წევრებთან. 

გამოძიება ამ დრომდე ფოკუსირებულია ვულასზე და სამხრეთ გარეუბნის სხვა რაიონებზე, სადაც ქართველი ქალი ბოლო პერიოდში მუშაობდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი