
პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, ხუმრობა სცადა და ოპოზიციონერ ლევან ხაბეიშვილის, "წლის მასხარა" უწოდა და თქვა, რომ ის წლიდან წლამდე ლიდერია ამ ნომინაციაში .
ზარქუამ საპარლამენტო ტრიბუნიდან საკუთარი ლიდერის, ირაკლი კობახიძის რეპუტაციის დაცვაც სცადა.
„ხაბეიშვილი საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა და წლიდან წლამდე ლიდერია ამ ნომინაციაში. მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ. რაში დაიმსახურა იცით ეს ნომინაცია? 2018 წელს საკრებულოში მე და ჩემს სიდედრს გვიჩივლა, 3 მილიონის ქონება გადაუფორმაო ზარქუამო თავის სიდედრსო 2016-შიო. ხოდა, აღმოჩნდა, რომ ის ხალხი იქ 70-იანი წლებიდან ცხოვრობს, მე დაბადებულიც არ ვიყავი და ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა სიდედრი ამის გამო. გვიჩივლა და პროკურატურაში დავდიოდით ჩვენებზე.
ახლა თქვა ბატონ ირაკლი კობახიძეზე არშემდგარი ადამიანიო. ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიიღო განათლება, ხარისხი დაიცვა და ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია. და ლაპარაკობს ვინ? ვინ თქვა ეს? ხაბეიშვილი, რომელიც შემდგარი მასხარაა.“ - თქვა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი კობახიძეს „რუსი ოლიგარქის მოურავი“ უწოდა.