
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 1,2 მილიონი ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი ცხოვრობს.
"2021 წელს 1 მილიონ 190 ათასზე მეტი ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის იყვნენ ალკოჰოლური ფსიქოზით დაავადებული. ეს მაჩვენებელი უკიდურესად დიდია", - თქვა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ოლეგ სალაგაიმ.
მისივე ინფორმაციით, ღვიძლის ცეროზით გამოწვეული სიკვდილის 70%, კარდიომიოპატიით გამოწვეული სიკვდილის 69% და პანკრეატიტისგან სიკვდილის თითქმის ნახევარი ალკოჰოლის მოხმარებით არის გამოწვეული.