ვანო მერაბიშვილი თავისუფალია და აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს - „მთავარის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ექსპრემიერთან

გამოქვეყნდა:

ვანო მერაბიშვილი 6 წლის და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. ე.წ. მატროსოვის ციხე ექსპრემიერმა დღეს დილით დატოვა და პირველივე განცხადება ოლიგარქის მისამართით გააკეთა.

ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას ურჩევს. მერაბიშვილს მე-9 პენიტენციურ დაწესებულებასთან, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, მეგობრები, თანაგუნდელები და მხარდამჭერები დახვდნენ.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, სამარტოო საკნიდან, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგით გამოდის და პოლიტიკურ აქტიურობას აანონსებს. თუმცა, ჯერ უცნობია, ვისთან ერთად გეგმავს, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ვანო მერაბიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ახლა ორი სხვადასხვა პარტიის წევრების სტატუსით შეხვდება საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

პოლიტიკურ თანაგუნდელებთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველივე განცხადების ადრესატები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

მატროსოვის ციხიდან სახლში ვანო მერაბიშვილმა, პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად გადაინაცვლა. ოპოზიციის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ მას მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი დარწმუნებულია, რომ სურვილის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს მერაბიშვილის ისევ ციხეში შებრუნება ძალიან გაუჭირდება, კითხვები კი ახლა პირიქით, ყოფილი პატიმრის ადვოკატს აქვს, განსაკუთრებით, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით.

თავისუფლების პირველი დღე და პირველი პოლიტიკური კონსულტაციები, ვანო მერაბიშვილმა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დაასრულა. პოლიტიკურ არჩევანს ყოფილი პრემიერი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი