ენერგოდარში ძლიერი აფეთქების ხმა იყო - ქალაქს ელექტროენერგია და წყალი შეუწყდა

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს დღეს ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ამ დროისთვის ქალაქი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

განცხადება ქალაქის მერმა, დმიტრო ორლოვმა ტელეგრამის არხზე, ადგილობრივებზე დაყრდნობით გაავრცელა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

ცნობისთვის, 5 სექტემბერს, დაბომბვის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად, გაითიშა ის უკანასკნელი გადამცემი ხაზი, რომელიც სადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. შედეგად, ქსელიდან გათიშულია ერთადერთი მოქმედი მეექვსე ენერგობლოკი.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 1-ელ სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ დაათვალიერა. მათი ვიზიტი ოკუპანტების მხრიდან მუდმივი დაბომბვებისა და თავდასხმების ფონზე მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მისიამ სადგურზე რამდენიმე წარმომადგენელი დატოვა. მათ დასკვნა უნდა მოამზადონ ატომურ სადგურში არსებულ მდგომარეობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი