"ევროპის გაზმომარაგების კრიზისის უკან აშშ დგას" | ზახაროვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, ევროპის გაზმომარაგების კრიზისის უკან აშშ დგას. 

ზახაროვა ამტკიცებს, რომ ვაშინგტონმა ევროპელ ლიდერებს რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის შეწყვეტისკენ უბიძგა. 

"მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საბჭოთა დროიდან ენერგეტიკული რესურსების სანდო მიმწოდებელი იყო, შეერთებული შტატები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ ენერგეტიკული კავშირები რუსეთსა და მსხვილ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, როგორიცაა გერმანია, გაეწყვიტა. აშშ-მ ევროკავშირის ხელისუფლებაში მოიყვანა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცხვრების როლს ასრულებენ. ეს არის აბსოლუტური თვითმკვლელობა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ამ გზის გავლა მოუწევთ“, - განაცხადა ზახაროვამ

მისი თქმით, დასავლეთმა ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებით თანამედროვე ისტორიაში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი