
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის, კარინ-ჟან პიერის თქმით, აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებამ შესაძლოა შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა და ზიანი მიაყენოს მის ჰუმანიტარულ ძალისხმევას.
"რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყვეს უკრაინისა და მსოფლიოსთვის. მაგალითად, ჰუმანიტარული ექსპერტებისა და ორგანიზაციების აზრით, რომლებთანაც ჩვენ ვისაუბრეთ, ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს უკრაინის ცალკეულ ოლქებში დახმარების მიწოდებაზე“, - თქვა კარინ-ჟან პიერმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ვაშინგტონის მსგავსმა ნაბიჯმა შეიძლება ზიანი "მარცვლეულის გარიგების" განხორციელება.
"უკვე დავაწესეთ მკაცრი შეზღუდვები, რომელიც შეესაბამება რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადების დონეს. ჩვენი სანქციები, საექსპორტო კონტროლი და ზომები რუსეთის გლობალური ეკონომიკიდან შემდგომი იზოლაციისთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, - ამბობს პიერი.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.