"გავუმკლავდები პუტინის ომის მიერ გამოწვეულ კრიზისს" | ლიზ ტრასის პირველი სიტყვა პრემიერის რანგში

გამოქვეყნდა:

"მე ახლახან მივიღე მისი უდიდებულესობის კეთილი მოწვევა ახალი მთავრობის შესაქმნელად", - ამ სიტყვებით დაიწყო ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ლიზ ტრასმა პრემიერის რანგში პირველი მისასალმებელი სიტყვა.

თქვა, რომ მას ახლა სამი პრიორიტეტი აქვს: ეკონომიკის გაზრდა გადასახადების შემცირების გზით, ენერგეტიკული ფასების ზრდასთან ბრძოლა და იმის უზრუნველყოფა, რომ ხალხი მიიღებს საჭირო ზრუნვას მთავრობის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისგან. 

ბრიტანეთის ახალ პრემიერმინისტრს არ დავიწყებია არც უკრაინა და მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმისას უკრაინასაც შეეხო.

"მე გავუმკლავდები ენერგეტიკულ კრიზისს, რომელშიც პუტინის ომი გადაიზარდა. ამ კვირაში მე ვიმოქმედებ, რათა თქვენ გადაიხადოთ თქვენი ელექტროენერგიის გადასახადები და ხელისუფლებამ უზრუნველყოს ენერგომომარაგების მომავალი. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს იმ სირთულეების, რასაც ვაწყდებით. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ეს ქარიშხალი, მე ვიცი, რომ ბრიტანელები უფრო ძლიერები არიან.. ახლა ჩვენ ვხვდებით უმთავრეს გლობალურ წინააღმდეგობებს, რომლებიც გამოწვეულია რუსეთის საშინელი ომით უკრაინაში და პანდემიის შედეგებით", - თქვა ლიზ ტრასმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი