რუსეთი შეტევის რეჟიმშია, პოლიტიკურ ძალას აჩვენებს, რომ თქვენც გემუქრებით - ნოდია პუტინის ახალ ბრძანებაზე

გამოქვეყნდა:

"რუსეთი უკან დახევის რეჟიმში კი არ არის,  არამედ შეტევის რეჟიმშია, პოლიტიკურ ძალას აჩვენებს, რომ თქვენც გემუქრებით" - ასე აფასებს,  მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც  საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინა დაამტკიცა, რომელიც „რუსული სამყაროს“ კონცეფციას ეფუძნება.

ნოდიას თქმით,  ეს არის კრემლის  ახალი პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც საქართველოსთვის გამაფრთხილებელი გზავნილია. 

"რუსეთი უკან დახევის რეჟიმში კი არ არის,  არამედ შეტევის რეჟიმშია. ძალას აჩვენებს, პოლიტიკურ ძალას, ამ შემთხვევაში, რომ თქვენც გემუქრებით, თქვენც წესიერად მოიქეცით. 

რუსულენოვანი მოსახლეობა როგორც ასეთი თითქმის აღარ გვყავს, მაგრამ გვყავს რუსი ტურისტები. ეს შეიძლება გახდეს იარაღი პუტინის ხელში" - ამბობს გია ნოდია

​შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კონცეფციას, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა დაიცვას და ეინ წაიწიოს რუსული სამყაროს ტრადიციები და იდეალები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი