
სამხრეთ კორეაში ქარიშხალ "ჰინნამნორის" შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცლე ემსხვერპლა. ინფორაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისინი წყალმოვარდნის დროს მიწისქვეშა პარკირების სივრცეში ავტომობილებში იმყოფებოდნენ. სამაშველო ეკიპაჟის თქმით, მათ მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ექსპერტების შეფასებით "ჰინნამნორი" მიმდინარე წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს დაატყდა თავს.