ციხიდან 10 დღის გამოსულმა მამაკაცმა საკუთარი მამა და ბაბუა დანით მოკლა

გამოქვეყნდა:

28 წლის მამაკაცმა დანით საკუთარი მამა და ბაბუა მოკლა - მუხრანში გუშინ სასტიკი მკვლელობა მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება სულ რაღაც 10 დღის წინ დატოვა, სამართალადამცველები ამ დრომდე ეძებენ. მოკლულების მეზობლები ყვებიან, წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა პირმა ერთ-ერთი ადგილობრივის მანქანაც გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ადგილობრივი მკვიდრები კამერების მიღმა საუბრობენ, რომ დაპირისპირების მიზეზი შესაძლოა ფული გამხდარიყო. მათ კამერებთან ღიად საუბარი არ სურთ, რადგან გაქცეული გია ოკინაშვილის ეშინიათ. სავარაუდო დამნაშავე ამჟამად მიმალვაში იმყოფება. 

ოკინაშვილმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ჯერ ბაბუას მიაყენა. ამის შემდეგ მას მამა, ალეკო ოკინაშვილი გამოექცა, თუმცა სახლის უკან შვილმა მამას ასევე მრავალი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის, ყელის არეში. ორივე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. 

გიორგი ოკინაშვილი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა საპატიმროდან, სადაც ქალის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს. 

გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.  

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი