
პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ არ აპირებს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს.
განცხადება კირბიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არ უნდა გამოცხადდეს.
"ჩვენ გვჯერა, რომ ეს არ არის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზა, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გაგრძელდეს", - თქვა კირბმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს გამოცხადებამ, შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება.
აშშ-ს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ამ დროისთვის 4 ქვეყანა ჰყავს გამოცხადებული, მათ შორისაა, სირია, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და კუბა. ქვეყანას ყველა მათგანისთვის სანქციები აქვს დაწესებული.
ცნობისთვის, რუსეთისთვის ამ სტატუსის მინიჭებას უკრაინა მოითხოვს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედება აშშ-რუსეთის კავშირებს გაწყვეტს. რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერად გამოცხადებას აშშ-ის რამდენიმე კანონმდებელიც ემხრობა. ივნისში სენატის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეყვანას.