"საფრთხეები ყოველთვის იყო" - კალაძე პუტინის ახალ კონცეფციაზე

გამოქვეყნდა:

კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ საფრთხეები გააზრებული პოლიტიკით გაანეიტრალოს. ჟურნალისტების კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვას ეხება, უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყანას, მერი ამბობს, რომ ხელისუფლება საფრთხეებს თავიდან აირიდებს ისე, როგორც ამას დღემდე აკეთებდა.

„საფრთხეები ყოველთვის იყო. საფრთხეები და გამოწვევები არ გამქრალა. ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ გაანეიტრალოს ეს გამოწვევები და საფრთხეები. ასე ვიმოქმედებთ ჩვენ მომავალში. ჩვენი ხელისუფლება საფრთხეების თავიდან არიდებას აპირებს ისე, როგორც ეს დღემდე გავაკეთეთ, გააზრებული პოლიტიკით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, პუტინმა დაამტკიცა "ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია", რომლის მთავარი გზავნილი სხვა ქვეყნებში მცხოვრები რუსების დაცვაა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი