
ხმაური, გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ. მიზეზი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით მჟავანაძის ბრალდება გახდა. მან მმართველი გუნდის წევრები კურორტ გომისმთაზე მიწების მითვისებაში დაადანაშაულა.
ბრალდებას მწვავე რეაქცია მოყვა მმართველი გუნდისგან. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა. დეპუტატებმა სხდომაზე ერთმანეთს აგინეს.
შესვენების შემდეგ საკრებულოს წევრებმა გომისმთის სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია დაამტკიცეს.
ავტორი: ლადო მენაბდე
[ფოტო: გურია ნიუსი]