
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 383 ბავშვია დაღუპული, 1125-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 389, ხარკოვის ოლქში - 205, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ნიკოლაევის ოლქში - 61, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიეს ოლქში - 41, ლასტროვის ოლქში - 45.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 472 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.