
ნიდერლანდებში, ჰაარლემის მთავრობა 2024 წლიდან საჯარო სივრცეებში ხორცის ყველანაირი რეკლამის აკრძალვას გეგმავს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინიციატივის ავტორი მწვანეთა პარტია GroenLinks-ია. აკრძალვის საჭიროებას ისინი კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. გაეროს მონაცემებით, საქონელზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სათბური გაზის 14% მოდის.
"ხორცი ძალიან აზიანებს გარემოს. არ შეიძლება ხალხს ვეუბნებოდით, რომ კლიმატური კრიზისი გვაქვს და იმ პროდუქტების ყიდვისკენ მოვუწოდებდეთ, რომლებიც ამ პრობლემის ნაწილია“, - ამბობს
GroenLinks-ის წარმომადგენელი ზიგი კლაზესი.
ხორცის მწარმოებლები ინიციატივას აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ აკრძალვა წარმოების თავისუფლების მიუღებელი შეზღუდვა იქნება.