ბიძინა ივანიშვილის პარტიის ყველა ლიდერი მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებს და პოლიტიკურ შანსებს დილიდან აფასებდა. იუსტიციის მინისტრი კამერების წინ მერაბიშვილზე სალაპარაკოდ ორჯერ გამოჩნდა. პირველი კომენტარი უფრო კონსტრუქციული იყო, ამიტომ იუსტიციის მინისტრმა საუბარი მეორედ გადაწყვიტა.
„ოცნებამ“ პოლიტიკური გზავნილები მერაბიშვილის გამოსვლის ერთი ფრაზა ააწყო. ამ ფრაზის გამო, თქვეს, რომ ის საშიშია და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
რა იცვლება პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილის ღია გზავნილის შემდეგ, რომ ის ერთ წელიწადში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას სახლში გაუშვებს. მიზანს ოპოზიციის ყველა ლიდერი ეთანხმება, თუმცა ფრაზა დამხობის გამო დღეს ის სხვებმაც გააკრიტიკეს.
ახლა მთავარი პოლიტიკური ინტრიგაა, სად წავა ვანო მერაბიშვილი ევროპულ საქართველოში თუ ნაციონალურ მოძრაობაში. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კი ყოფილი თანაგუნდელის მატროსოვის ციხიდან გამოსვლისთანავე განცხადება გაავრცელა.
ხედავს თუ არა ოპოზიცია მერაბიშვილის ადგილს მათ გვერდით, კონკრეტული პასუხი დღეს ამ კითხვაზე ლიდერებს არ ჰქონდათ. მერაბიშვილმა კი დააანონსა, რომ იმოქმედებს და პოლიტიკურ პენსიაზე არ მიდის.