მასშტაბური სპეცოპერაციები და დაკავებები თბილისსა და შიდა ქართლში - ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. დედაქალაქის რამდენიმე უბანში დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია თევდორე მღვდლის ქუჩა იყო, სადაც 45 წლამდე მამაკაცი დააკავეს, რომელიც ერთ-ერთ ჯიხურში მუშაობდა.
მამაკაცი სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია აღიარებს თუ არა ბრალს თავად დაკავებული.
ჯიხურებში მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მამაკაცი მსგავს საქმიანობაში იყო ჩართული:
"თვითონ მომხმარებელი იყო, მაგრამ რეალიზაციას ვიცი რომ არ აკეთებდა...ნარკომანი იყო თვითონ, მაგრამ რეალიზატორი არა-მგონი", - ამბობს ჯიხურის ერთ-ერთი თანამშრომელი.
ცნობისთვის, სპეცოპერაცია ჩატარდა შიდა ქართლშიც, სადაც სამართალდამცავებმა 5-მდე პირი დააკავეს, რომლებსაც ნარკორეალიზატორობას ედავებიან.