შიდა ქართლში სპეცოპერაციები გრძელდება - სპეცრაზმი დილიდან გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზეა მობილიზებული. ხელბორკილები დაადეს სულ მცირე 5 -მდე პირს, მათ ნარკორეალიზატორობას ედავებიან. სამართალდამცველები ჩხრეკენ საცხოვრებელ სახლებსა და ავტომობილებს, პოლიცია ფარული აუდიო და ვიდე ჩანაწერების გავრცელებას აანონსებს.
ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ბინიდან ამოღებულია მარიხუანა და ვაზნები. ოჯახის მტკიცებით, ვაზნები ომისდროინდელია და ნაპოვნია.
გორის გარდა, არსებული ინფორმაციით სპეცოპერაცია მიმდინარეობს თბილისში. თუმცა, შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.