მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა - აშშ-ს საელჩო

გამოქვეყნდა:

მოსმენების შესახებ კანონის მიღებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს: 

"პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა." ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა მოსმენების შესახებ კანონზე, პრეზიდენტის ვეტო გუშინ, 6 სექტემბერს დაძლია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი