"თურქეთის პროვოკაციული განცხადებები NATO-ს ასუსტებს და მის ერთიანობას არღვევს" | საბერძნეთი

გამოქვეყნდა:

საბერძნეთი NATO-სა და გაეროს თურქეთის პრეზიდენტის "პროვოკაციული განცხადებების" გამო ოფიციალური წერილით მიმართავს და ანკარის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს

Reuters-ის ცნობით, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იენს სტოლტენბერგისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ "თურქეთის დამოკიდებულება NATO-ს დესტაბილიზებისა და ერთიანობის რღვევის ფაქტორია, რაც ალიანსის სამხრეთ ფლანგს კრიზისის მომენტში ასუსტებს".

მანამდე კი გაეროსა და NATO-ს წერილით თურქეთმა მიმართა, რომელშიც, როგორც გამოცემა ბერძენ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, ანკარა საერთაშორისო სამართალს არღვევს და უსაფუძვლო არგუმენტებით რეალობას ამახინჯებს. 

მანამდე კი, 3 სექტემბერს, საბერძნეთს მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა. "თუ კიდევ უფრო შორს წახვალთ, მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ... ნუ დაივიწყებთ იზმირს" - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და ქვეყანა 
დემილიტარიზებული სტატუსის მქონე ეგეოსის ზღვის კუნძულების "ოკუპაციაში დაადანაშაულა". 

"თქვენ მიერ კუნძულების ოკუპაცია თურქეთსა და საბერძნეთს ერთმანეთთან არ აკავშირებს. დრო როცა მოვა, ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც საჭიროა. როგორც იტყვიან, ერთ ღამეს, შესაძლოა, მოულოდნელად ჩამოვიდეთ. შეხედეთ ისტორიას. თუ კიდევ უფრო შორს წახვალთ, მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ. და ბოლოს, ჩვენ ერთი წინადადება გვაქვს საბერძნეთისთვის: ნუ დაივიწებთ იზმირს" - თქვა მაშინ ერდოღანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი