პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი, დმიტრი (მიტია) ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედამისი, ისტორიკოსი ტამარა ეიდელმანი ავრცელებს და წერს, რომ ალეშკოვსკი თბილისში ცხოვრობს სადაც მას ცოლ-შვილი ელოდება. 

ეიდელმანი განმარტავს, რომ ის შვილთან ერთად ორი დღით ერევანში იყო წასული, სადაც ლექციებს მართადა. საქართველოში კი აღარ შემოუშვეს და ერევნის რეისით უკან გააბრუნეს.

"გამაოგნებელია, რომ აეროპორტში, სადაც ანათებს უზარმაზარი ელექტრონული წარწერა: "Be brave like Ukraine", ეს სამარცხვინო მოქმედება ხდებოდა... სწორედ ასე ელაქუცებიან პუტინს, რომელმაც ტერიტორიის ნაწილები მიიტაცა... ცოტა ადამიანი ვიცი, რომელსაც ისე უყვარს საქართველო, როგორც მიტიას" - წერს ეიდელმანი. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი