Instagram ხარვეზებით მუშაობს

გამოქვეყნდა:

Instagram ხარვეზებით მუშაობს.

ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლები საიტ Downdetector-ზე წერენ, სადაც ნათქვამია, რომ მომხმარებელთა 51%-ს აპლიკაციაში შესვლა უჭირს, 42%-ს თავად აპლიკაცია "უჭედავს", 7% კი Instagram-ის ვებგვერდის მუშაობას უჩივის. 

მომხმარებელთა ნაწილი წერს იმასაც, რომ მათთან მესიჯები ხარვეზებით იგზავნება. 

კომპანია Meta-ში, რომელიც Instagram-ის მფლობელია, ჯერჯერობით განმარტება არ გაკეთებულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი