ISW: ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები 20 კმ/ით დაწინაურდნენ და 400 კვ/კმ დაიბრუნეს

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით (ISW), ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 20 კილომეტრით წაიწიეს წინ და 6-7 სექტემბერს მათ დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს.

„უკრაინული ძალები არანაკლებ 20 კმ-ის სიღრმეზე შეიჭრნენ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იზუმის ჩრდილოეთით კუპიანსკის მიმართულებით და 6-7 სექტემბერს დაიბრუნეს დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი" ნათქვამია ინფორმაციაში. 

გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსულმა წყაროებმა უკვე მიიღეს ცნობა, რომ უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები აწარმოებდნენ ოპერაციებს ბელი კოლოდიაზში, ვოვჩანსკში და ჰნილიცაში, "რუსეთის უკანა სიღრმეში", მდინარე სივერსკის დონეცის აღმოსავლეთით.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი