რუსეთში დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ივან საფრონოვის კოლეგებმა პროკურატურის შენობასთან პროტესტი მას შემდეგ გამოხატეს, რაც ჟურნალისტს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. დაკავებულია 20-მდე მომიტინგე.
რუსეთის ფედერალურმა პოლიციამ ივან საფრონოვი სახელმწიფო ღალატისა და უცხო ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავა.