ეს ტერმინოლოგია არის დიაგნოზი, ამის შემდეგ მოდის კონკრეტული გვარები და სანქციები - ბეჟაშვილი USAID-ის დოკუმენტზე

გამოქვეყნდა:

კონკრეტული დიაგნოზი, რომლის შემდეგაც მოდის სანქციები კონკრეტული გვარების წინააღმდეგ - ასე აფასებს "ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] დოკუმენტს, სადაც ივანიშვილის მემკვიდრეები კორუმპირებულ მთავრობადაა მოხსენიებული და დოკუმენტის ავტორები სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციას აძლევენ კორუფციის სქემაში ჩართულ მაღალი თანამდებობის პირებს საგარეო დახმარება გაეყინოთ.

"ეს ტერმინოლოგია არის უკვე კონკრეტული დიაგნოზი. ამ ტერმინოლოგიის გაჟღერების შემდგომ მოდის კონკრეტული სახელები და გვარები და სანქციების სია. ამიტომ, ამ განცხადების შემდეგ, ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, კონკრეტულ გვარებს, კონკრეტულ სანქციებს" - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი

USAID- ის კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ ვრცელ დასკვნაში საქართველოში არსებული კორუფციის მიზეზად,  "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" შეფასებაზე დაყრდნობით, დასახელებულია ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ფაქტი, ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში და კორუმპირებული თანამდებობის პირთა დაუსჯელობა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი