საქართველოში დაცული არავინაა. შეიძლება ყველა დააკავონ - ვიოლა ფონ კრამონი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ისე ტოვებს, რომ ის "მთავარი არხის" დამფუძნებელთან მე-12-ე დაწესებულებაში არ შეუშვეს- "ეს არის ის, რასაც რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ" - ასეთია გავლენიანი ევროპელი დეპუტატის შეფასება იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გადაწყვეტილებაზე. კრამონი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმე ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების ნათელი მაგალითია.

"პასუხის გაუცემლობა ჩვენი უპატივცემულობაა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული იყოს და დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში დაბრუნდეს. მანამდე საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობისა და რეფორმების გატარების მოდელი იყო. ახლა კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომ მიიღოთ, ამისთვის ბრძოლა გვიწევს. პირადად ჩემთვის, ეს გულდასაწყვეტია. საქართველოში დაცული არავინაა. შეიძლება ყველა დააკავონ. ზუსტად ეს არის პრობლემა. დღეს ერთი ჟურნალისტი, ხვალ მეორე აქტივისტი, შემდეგ ისევ ჟურნალისტი. ეს არის ის, რასაც რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ. ძალიან სახიფათოა, როცა სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება შეგიძლია. სურვილი გვაქვს, რომ თქვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და გამჭვირვალე პროცესები ვიხილოთ. როდესაც ნიკა გვარამია დააკავეს, ჩვენ ეს ვერ დავინახეთ" აცხადებს ევროპარლამენტარი. 

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ოფიციალურ წერილზე არ უპასუხა. ევროპარლამენტარი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულების უფლებას ითხოვდა. 

ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა. მან თავდაპირველად პენიტენციურ სამსახურს მიმართა ნიკა გვარამიასთან შესვლის ნებართვაზე, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ კი მინისტრ ბრეგაძეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რაზეც ბრეგაძეს  პასუხიც არ გაუცია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი