
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 8 სექტემბერს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 51 250 ;
ტანკი - 2 112;
ჯავშანტექნიკა - 4 557;
საარტილერიო სისტემა - 1 226 ;
სარაკეტო სისტემა - 305;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 159;
თვითმფრინავები - 239;
ვერტმფრენი - 210;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 884;
საკრუიზო რაკეტები - 214;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 344;
გემი/ნავი/კატარღა - 15;
სპეციალური აღჭურვილობა - 110.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.