
"შეიმჩნიე ფემიციდი" - ქალი დეპუტატები კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ. ისინი ამბობენ რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლადაა გაზრდილი ქალთა მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულის რიცხვი, თუმცა შემცირებულია პოლიციაში დანაშაულის პრევენციის მიზნით მიმართვიანობა.
დეპუტატები ამის მიზეზად სამართალდამცავი ორგანოს მიმართ უნდობლობას ასახელებენ. ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ ქალთა უფლებების დაცვა ევროკომისიის რეკომენდაციებშიცაა.