კიმ ჩენ ინი ხალხს ქვეყნის "ლამაზ და ცივილიზებულ სოციალისტურ ზღაპრად“ გარდაქმნას ჰპირდება

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ხალხს ქვეყნის "ლამაზ და ცივილიზებულ სოციალისტურ ზღაპრად“ გარდაქმნას ჰპირდება. 

კორეის მმართველი პარტიის გეგმის მიხედვით, შრომის პარტიის ორი ახალი კანონი რადიკალურად შეცვლის და განავითარებს სოფლებს. კანონის მიხედვით უნდა მოხდეს სოფლის რადიკალური ცვლილებები, მოეწყოს აუცილებელი ინფრასტრუქტურა, განვითარდეს სოფლის მეურნეობა, რაც ქვეყანას ლამაზ ცივილიზებულ სოციალისტურ ზღაპრად გადააქცევს.

 ჩრდილოეთ კორეიდან, რომელიც რუსეთის გარდა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს საერთაშორისო იზოლაციაში ჰყავს მოქცეული, მუდმივად ჟონავს ინფორმაცია სიკვდილით დასჯის სასტიკი მეთოდების, მასობრივი რეპრესიებისა და შიმშილის შესახებ. გარდა ამისა, ფხენიანის რეჟიმი წლებია ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი