დედოფალი ელისაბედი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

გამოქვეყნდა:

დედოფალი ელისაბედ II ბალმორალში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა​, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
​გამოცემის ცნობით, ექიმები მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული არიან. 

"ამ დილის შემოწმების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და გასცეს მისი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია“, – წერია განცხადებაში.

ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ 96 წლის დედოფალი თავს კომფორტულად გრძნობს და ბალმორალში იმყოფება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი