რუსულმა მხარემ ბიჭვინთაზე ხელშეკრულების დოკუმენტი გაასაჯაროვა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის საელჩომ მოსკოვსა და აფხაზეთის ხელისუფლებას შორის, 2014 წლის ნოემბერში დადებული ხელშეკრულება გამოაქვეყნა.

დოკუმენტში წერია, რომ 186 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, სადაც ობიექტი და შავი ზღვის აკვატორია მდებარეობს, აფხაზეთი რუსულ მხარეს 49 წლით იჯახის წესით სიმბოლურ 1 რუბლად გადასცემს, მისი მოქმედება კი მომდევნო 15 წლით ავტომატურად გრძელდება.

რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის დადებულ შეთანხმებას, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები რამდენიმე თვეა აპროტესტებენ და ხელისუფლებას შეთანხმების ჩაშლისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი