19 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის, სახდეპი სამხედრო დახმარებას გამოყოფს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და კიდევ 17 ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და მისი 18 მეზობლის, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებისა და რუსული აგრესიის პოტენციური საფრთხის წინაშე მყოფი აშშ-ის რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოების გასაძლიერებლად 2,2 მლრდ დოლარის გამოყოფას გეგმავს. 
 
ცნობილია, რომ დახმარების უდიდეს ნაწილს, 1 მლრდ დოლარს უკრაინა მიიღებს, ხოლო დანარჩენი 1 მლრდი დოლარი 18 ქვეყანაზე გადანაწილდება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს საქართველო.

"უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის ინტერვენციის შემდეგ შვიდი თვე გავიდა, ამ საშინელი ომის მსხვერპლთა რიცხვი ზრდას განაგრძობს. ათასობით მოქალაქე მოკლული ან დაჭრილია,13 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა, ისტორიული ქალაქები ნანგრევებად იქცა, ვრცელდება საშინელი ცნობები მიმდინარე სისასტიკეებზე, ბირთვული ელექტროსადგური რისკის ქვეშ არის, სასურსათო დეფიციტი, მსოფლიოში სურსათის ფასის სწრაფად იზრდება.

უკრაინის ფრონტის ხაზის შესანიშნავი დამცველები განაგრძობენ მამაცურად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მე დავუდასტურე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად" - წერია განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი