70 წლამდე კაცი, რომელიც სკოლის მოსწავლე გოგონაზე სექსუალური ხასიათის დანაშაულშია ბრალდებული, დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ცნობილია, რომ ის ტაქსის მძღოლია და შიდა ქართლში სავარაუდო დანაშაულისთვის ეძებდნენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის 12 წლის მოზარდს სმს შეტყობინებებს სწერდა და შსს-მ ე.წ. სქრინები უკვე ამოიღო. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდო პედოფილიაში სხვა დროსაც არის შემჩნეული.
მძიმე დანაშაული შიდა ქართლში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება19-137-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
არასრულწლოვანთან უკვე მუშაობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგი. მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს საჭირო ქმედებებს. შსს-ს მიმართვის საფუძველზე, საქმეში ჩართულია სააგენტოს სოციალური მუშაკი ჩართულია საპროცესო წარმომადგენლად.