70 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც სკოლის მოსწავლე გოგონაზე სექსუალური ხასიათის დანაშაულშია ბრალდებული, ისევ იძებნება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის 12 წლის მოზარდს სმს შეტყობინებებს სწერდა და შსს-მ ე.წ. სქრინები უკვე ამოიღო. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდო პედოფილიაში სხვა დროსაც არის შემჩნეული.
მძიმე დანაშაული შიდა ქართლში მოხდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
არასრულწლოვანთან უკვე მუშაობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგი. მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს საჭირო ქმედებებს. შსს-ს მიმართვის საფუძველზე, საქმეში ჩართულია სააგენტოს სოციალური მუშაკი ჩართულია საპროცესო წარმომადგენლად.