
დედოფალ ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მონარქი ამ დრომდე შოტლანდიაში, ბალმორალის სამეფო რეზიდენციაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ექიმები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან მისი ჯანმრთელობით დღეს დილით ჩატარებული კვლევების შემდეგ. სწორედ მათი მოთხოვნით, სამეფოს მეთაური დარჩა რეზიდენციაში და მიიღო მკაცრი სამედიცინო რეკომენდაციები.
ბრიტანული მედია ელისაბედ მეორის მდგომარეობის შეფასებისას განსაკუთრებულ და არა ჩვეულებრივ ფაქტებს აქცევს ყურადღებას. ცნობილია, რომ მთელი სამეფო ოჯახი ამ წუთებში ბალმორალშია შეკრებილი ან მიემართება სასახლისკენ.
ადგილზე არიან ტახტის მემკვიდრე - პრინცი ჩარლზი, დედოფლის შვილიშვილები, პრინცები ენდრიუ და ჰარი და რძლები. ჟურნალისტებს ასევე უჩვეულად მოეჩვენათ განმარტებები, რომლებიც დედოფლის მდგომარეობის შესახებ მისმა ექიმებმა გაავრცელეს და პრემიერმინისტრ ლიზ ტრასის განცხადებაც დედოფლისა და ოჯახის შესახებ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი