ტოტალური მოსმენა დაკანონებულია | "ოცნება" პასუხისმგებლობას იხსნის და თავს ისევ აშშ-ს საელჩოს ესხმის

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ვეტო დაძლევით ხელისუფლებამ ტოტალური მოსმენები დააკანონა. ახლა სუსს აქვს შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს და უფრო დიდი დოზით მოუსმინოს. გადაწყვეტილებას დანაშაულების ეფექტურად გამოძიების მოტივაციით ხსნიან, თუმცა რა არის რეალური მიზეზი - ყველასთვის ნათელია.

პარტნიორები, ოპოზიცია, უფლებადამცველები - ყველა ერთხმად ადამიანების დარღვეულ უფლებებსა და პირად სივრცეზე საუბრობენ - "ოცნება" კი პოზიციას არ ცვლის.

მოსმენების კანონის ახალი რედაქციით მიღებას მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, რის შემდეგაც დიპლომატიური წარმომადგენლობა კვლავ ხელისუფლების თავდასხმის ობიექტი გახდა. "ქართულმა ოცნებამ" სტრატეგიული პარტნიორი საქართველოში არეულობის გამოწვევასა და აგენტურული ქსელის შექმნაში დაადანაშაულა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი