რა საერთო აქვთ "კაწროს" და ონის პოლიციის უფროსს - სამართალდამცავის და კრიმინალური ავტორიტეტის ერთობლივი ფოტო

გამოქვეყნდა:

რა საერთო აქვთ ონის პოლიციის უფროსსა და კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელიც ქურდული ვარსკვლავებით იწონებს თავს - როგორც "მთავარი არხისთვის" სხვადასხვა წყაროებიდან ხდება ცნობილი, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" მოგზაურობა რაჭაში "ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე გავლენების გადანაწილებას უკავშირდება. თუმცა ბერა ივანიშვილის კრიმინალური წარსულის მქონე მეგობრის პოლიციის უფროსთან ერთად გადაღებული ფოტო მაინც სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.

"კაწროს" ფოტო აქვს გადაღებული ონის პოლიციის უფროსი მირიან ქავთარაძესთან, იგი დაახლოებით ორი წელიწადია, რაც ამ თანამდებობაზე მუშაობს.  ეს ფოტო გადაღებულია კურორტ შოვში, სასტუმრო "სანსეტ შოვში", სადაც ბილანიშვილი ოჯახთან ერთად ისვენებდა. მანამდე ბილანიშვილი ესწრებოდა ამბროლაურში გამართულ "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა შეკრებას. ამავე სასტუმროში ისვენებდა კახი კალაძის ოჯახიც. 

სასტუმრო "სანსეტ შოვის" თანამშრომელმა "მთავარის" კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ჟურნალისტს კამერის დამტვრევით დაემუქრა. 

შეგახსენებთ, რომ ბილანიშვილის პიროვნებით "მთავარი" მას მერე დაინტერესდა, რაც შაქარაშვილის საქმეში გამოკვეთილ ვიდეო კადრებში გამოჩნდა, რომ თბილისში ჩამოყვანილ გური ამირხანაშვილს ადგილზე საქმის ახალი ფიგურანტი მანქანა და უცნობი პირი ხვდება და მას რამდენიმე წუთი ელაპარაკება. ავთანდილ ბილანიშვილი მეგობრობს ბიძინა ივანიშვილის შვილთან, ბერა ივანიშვილთან, რომელმაც მას სიმღერაში ტექსტიც კი მიუძღვნა. ასევე ცნობილია, რომ "კაწროს" მეგობრული ურთიერთობა აქვს თბილისის მერთან, კახი კალაძესთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი