
"მისმა უდიდებულესობამ, დედოფალმა ელისაბედ მეორემ იცხოვრა თავისი ხალხის, მისი ერისა და თანამეგობრობისადმი ერთგულებით. ის დემოკრატიისა და ღირსებისადმი შეუპოვრობისა და ერთგულების მაგალითია, რამაც მას ისტორიაში უნიკალური ადგილი დაუმკვიდრა. ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა სამეფო ოჯახთანაა" - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე და სამეფო ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.