"ვგლოვობთ დაფასებული მონარქისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას" | მეფე ჩარლზი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

"ვგლოვობთ დაფასებული მონარქისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას" - დედოფალი ელისაბედის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფე ჩარლზ მესამე:

"ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება ჩემთვის და ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია. 

ჩვენ ვგლოვობთ დაფასებული მონარქისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას. ვიცი, რომ მის დაკარგვას მთელ ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი მწვავედ იგრძნობს.

ამ გლოვისა და ცვლილებების მომენტში, მე და ჩემს ოჯახს გვანუგეშებს და გვაძლებინებს ცოდნა იმ პატივისცემისა და დიდი სიყვარულის შესახებ, რაც დედოფლის გარშემო ასე ფართოდ იყო გავრცელებული" - წერს მეფე ჩარლზი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი