უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზელენსკის ბალაკლეას აღება უპატაკეს

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკლეა ოკუპანტებისგან თავისუფალია, -  ამას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ადასტურებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების მიერ ბალაკლეაში ჩაწერილ ვიდეო მიმართვას აქვეყნებს რომელშიც ჩანს, თუ როგორ აღმართეს უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სახელმწიფო დროშა.  

"ბატონო პრეზიდენტო, ქალაქი ბალაკლეა ხარკოვის ოლქში ჩვენს კონტროლს დაექვემდებარა. ბრძანება შესრულებულია. რუსეთის საოკუპაციო ძალები გავიდნენ", – აცხადებს უკრაინელი სამხედრო მიმართვაში.

ქალაქი ბალაკლეა რუს აგრესორებს 6 თვე ჰქონდათ ოკუპირებული. პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.   

"ყველაფერი თავის ადგილზეა უკრაინის დროშა არის თავისუფალ უკრაინის ქალაქში, თავისუფალი უკრაინული ცის ქვეშ. თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს ჩვენმა გმირებმა გაათავისუფლეს ათობით დასახლებული პუნქტი, პირველი სექტემბრიდან დღემდე სამხედროებმა გაათავისუფლეს ჩვენი ტერიტორიის ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი. მადლობა არმიას, მზვერავებმა და სპეცსამსახურებს ყველა უკრაინული დროშისთვის, რომელიც ამ დღეებში აღიმართა"- თქვა ვოლოდიმერ ზელენსკიმ

ბოლო 24 საათში კი, უკრაინელმა სამხედროებმა საბორნე გადასასვლელსა და რუსების იარაღის კონცენტრაციის რამდენიმე ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი