დაახლოებით 51 900 ჯარისკაცი, 2 122 ტანკი | რუსეთის დანაკარგი 9 სექტემბრის მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 9 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 51 900 ;
  • ტანკი - 2 122;
  • ჯავშანტექნიკა - 4 575;
  • საარტილერიო სისტემა - 1 237 ;
  • სარაკეტო სისტემა - 306;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 159;
  • თვითმფრინავები - 239;
  • ვერტმფრენი - 211;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 888;
  • საკრუიზო რაკეტები - 214;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 399;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 114.

ცნობისთვუს, კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი