
სანქტ-პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის საბჭომ სახელმწიფო დუმას შესთავაზა, რომ ვლადიმირ პუტინს, სახელმწიფო ღალატში ბრალდება წაუყენონ.
ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, უკრაინაში ომის დაწყების შესახებ, ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას.
გადაწყვეტილება დეპუტატების უმრავლესობის მიერაა მიღებული. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ წინადადებას არავინ გაიზიარებს, თუმცა როგორც ამბობენ, მნიშვნელოვანია, რუსეთში გაიგონონ ხმა, რომ ყველა არ ემხრობა "სპეციალურ ოპერაციას".