აზერბაიჯანმა სომხეთს ხუთი სამხედრო ტყვე გადასცა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანმა სომხეთს ხუთი სამხედრო ტყვე გადასცა - ამის შესახებ ინფორმაციას ორივე ქვეყანა ადასტურებს. 

როგორც აღინიშნა, გაცვლა მოხდა 2022 წლის 31 აგვისტოს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს შორის გამართული დისკუსიების შედეგად მიღწეული ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, 8 სექტემბერს გაათავისუფლეს და სომხეთს აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე გადასცეს 5 სომეხი სამხედრო. 

"მივესალმებით დღეს 31/8 ბრიუსელში ლიდერების შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის მიერ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტია და ასევე აღსანიშნავია, რომ გადაცემა მოხდა შუამავლების გარეშე" - წერს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ტოივო კლაარი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი